„რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“ - რა გეგმა აქვს თაკო ჩარკვიანს

სულ ნახვები : 2,242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ასეთი მოტივირებული ადამიანები იშვიათად მინახავს, გაოცებული ვარ. ემიგრაცია, მართლაც, საქართველოს მაჯისცემაა,“ - განაცხადა CNews-თან საუბრისას პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა და სააკაშვილის დაბრუნებისთვის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ეროვნული მოძრაობა“ დამფუძნებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა:

- გუშინდელი აქცია ძალიან დიდი სტიმული იყო. ძალიან დიდი კოლონა ვიყავით. არ მინდა, დავაკონკრეტო, ვინ ვინ მიიყვანა - ეს   სწორი არ იქნება, მაგრამ ხალხის უკმაყოფილებაა, 30 რიცხვამდე სააკაშვილი ციხეში როგორ უნდა იყოსო. კაცი შიმშილობს, უარი თქვა სამედიცინო მოსახურებზე და ეს 30 რიცხვამდე უნდა გაგრძელდეს, როგორ?!

- რა მოთხოვნა გაქვთ?

- ლიდერი რომ ციხეშია, გარანტია სად არის, რომ თავზე არ დაგვახევენ მეორე ტურს, არის ამის გარანტია?!

- ისე, აქციაზე მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ იყო...

- არა, არა. ეს იყო ციხის ლოკაცია, რეგიონებიდან არავინ ჩამოგვიყვანია.

- ანუ, პერმანენტულ აქციაზე, რომელსაც აანონსებთ, რეგიონებიც იქნებიან?

- აუცილებლად. ციხის აქციისთვის ხალხის ეს რაოდენობა საკმარისი იყო, მით უმეტეს, რომ რთული ლოკაციაა.

- ქალბატონო თაკო, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ასე არ ფიქრობენ...

- ახლა ვამბობ: 30-ში შენ, 43 %-ის ოპოზიცია რომ ხარ, მოგება გინდა?! თუ გინდა მოგება, რუსთაველი უნდა ზანზარებდეს!

- და რატომ არ ზანზარებს?

- თუ არ ზანზარებს, აგერ, ხალხია მოსული და ყველაფერ ამაშია ჩართული. არ შეიძლება, საქართველოს ანექსიის საშიშროება შეიქმნას. თავის მოჭრაა, რომ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი დააჭერინო იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც შარდი არ ანდო მათი გუნდის ყოფილმა წევრმა, გახარიამ.

-  გაქვთ იმედი, რომ ენმ-ს მხარდამჭერები გვერდით დაგიდგებიან?

- „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იდგნენ იქ, ჩემი გამოსვლის დროს „ბრავო“-ს რომ ყვიროდნენ. სახელმწიფო ხალხია, ეს ხალხის ნებაა. გუშნ იქ მხარდამჭერები იდგნენ და პირდაპირ ამბობდნენ, კილომეტრები გამოვიარეთ სააკაშვილის გამოო.

- რა გეგმა გაქვთ?

- მიმდინარეობს მზადება 30 რიცხვამდე დიდი აქციისთვის, გაკეთდეს ეს დიდი აქცია. ეს თავისით მოიტანს განვითარებას, როგორც ხდება ხოლმე. მთავარია, ეს გაკეთდეს...

- აქციას როდისთვის გეგმავთ?

- დღეს და რიცხვს ვერ გეტყვით, მიდის კონსულტაციები და მუშაობა. ასეთი მოტივირებული ადამიანები იშვიათად მინახავს, გაოცებული ვარ. ემიგრაცია, მართლაც, საქართველოს მაჯისცემაა.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა