სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს უერთიერთობაზე

სულ ნახვები : 6,720
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო,“ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები