„პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი ამორალური“ - კახა კოჟორიძე პრემიერის წერილზე

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პრემიერის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი ამორალური საქციელია“, - განაცხადა დღეს, 6 ოქტომბერს, „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბრისას.

კოჟორიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ღარიბაშვილს ვაჟა ფშაველას პოეზია წააკითხოს.

"პრემიერის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი არის ამორალური საქციელი! მით უმეტეს, რომ ეს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური ოპონენტია. ქართული კულტურა ამბობს, რომ მტერსაც კი ღირსეულად უნდა მოექცე. აქ კი საუბარია ოპონენტზე, რომელსაც დღეს ბორკილები ადევს. ფაქტია, ღარიბაშვილს კანონი და სამართლებრივი სტანდარტები არ აინტერესებს. ჰოდა, ვაჟა ფშაველა და ხალხური პოეზია მაინც წააკითხეთ ვინმემ", - წერს კოჟორიძე.

შეგახსენებთ:

ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები