გახარიას ამომრჩეველი ჩვენს კანდიდატს დაუჭერს მხარს – ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 5,425
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დარწმუნებული ვართ, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა გახარიას პარტიას და შესაბამის კანდიდატებს, მეორე ტურში მხარს დაუჭერს „ ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ რადიო იმედის გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა გახარიას პარტიას და შესაბამის კანდიდატებს, მეორე ტურში მათი უმრავლესობა მხარს დაუჭერს „ ქართულ ოცნებას“, ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები და გახარიას პოზიცია ვერაფერს შეცვლის. განწყობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ, მეტსაც გეტყვით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, დაწყებულია უკვე ჩვენგან გასული მათი აქტივის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება. ისინი აფასებენ ყველაფერს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რაც მეტი დრო გავა, შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება ეს პროცესი. აქტივისტების დონეზე ეს ჩანს და მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ამომრჩეველს, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ამომრჩევლის უმრავლესობა სწორედ ჩვენს კანდიდატებს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები