„ვიდრე შიმშილობს, მასზე ოდნავ გადაბრუნებული საუბარი და ქილიკიც კი მკვლელობაში თანამონაწილეობაა“ - ჭიაბერაშვილი სააკაშვილზე

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვიდრე ის შიმშილობს, არათუ კრიტიკა, მასზე ოდნავ გადაბრუნებული საუბარი და ქილიკიც კი მკვლელობაში თანამონაწილეობაა“, - განაცხადა დღეს, 7 ოქტომბერს, პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის, რასაც ჩადის მარიონეტული რეჟიმი, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მკვლელობაა.

"სააკაშვილი აკრიტიკეთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვიდრე ის შიმშილობს, არათუ კრიტიკა, მასზე ოდნავ გადაბრუნებული საუბარი და ქილიკიც კი მკვლელობაში თანამონაწილეობაა, მკვლელობაში, რომელსაც საქართველოში რუსული მარიონეტული რეჟიმი ჩადის. სადისტური რეჟიმი, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მკვლელობაა", - წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები