ექსკლუზივი: პარტიული ინტრიგები „ოცნებაში“ - რატომ იბრალებს კოვიდინფიცირებულებას ბათუმის მერობის კანდიდატი

სულ ნახვები : 9,188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კოვიდი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჩიქოვანი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

,,სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას" - წერს ჩიქოვანი.

CNews-ს წყარო „ოცნებიდან“ უყვება, რომ რეალურად, ჩიქოვანს კოვიდი არ სჭირს და ის, უბრალოდ, სიტუაციას განარიდეს.

„მას არ შეუძლია, გაჩვენოთ კოვიდდადებითობის საბუთი, არ ვიცი მერე თუ გააკეთეს საბუთი, მაგრამ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ ნამდვილად არ ჰქონდა არც კოვიდი და არც - დადებითობის საბუთი“, - განუცხადა CNews-ს წყარომ „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბიდან.

CNews-ს არჩილ ჩიქოვანს, ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს  სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 „ჩიქოვანს არცთუ  სახარბიელო წარსული აქვს - „ნაციონალური მოძრაობის დროს მეგის ქარდავას მოადგილე იყო, 2007 წლის 8 ნოემბერს კი, ბათუმში ოპოზიციური აქცია დაარბია, სადაც ფეხმძიმე ქალს მუცელი მოეშალა. რეალურად, ის, რაც ახლა ხდება, საზოგადოებისგან ცოტა ხნით ჩიქოვანის გადამალვაა, რომ სხვა, უფრო ცნობილმა პირებმა ჩაატარონ მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო კამპანია“, - გვეუბნება  წყარო „ქართული ოცნების“ შტაბიდან .

შეგახსენებთ:

არჩილ ჩიქოვანი 2020 წლის 17 ივლისიდან 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. თავის დროზე,  ჩიქოვანის ამ პოსტზე დანიშვნას  ოპოზიციის ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგან მაშინდელი მერი ლაშა კომახიძე, ერთი დღით ადრე, 15 ივლისს რომ გადამდგარიყო, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო, მაგრამ ის 2020 წლის 16 ივლისს გადადგა. გადადგომამდე კი ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში მოხსნა და ამ თანამდებობაზე არჩილ ჩიქოვანი დანიშნა.  ბოლოს კი, თავად დატოვა  თანამდებობა, რამაც ჩიქოვანს გზა მერის მოვალეობის შემსრულებლობისკენ გაუხსნა.

მაშინ ოპოზიცია ამ ფაქტს რიჟვაძის  ახალ პოლიტიკურ თამაშად აფასებდა, ვინაიდან რიჟვაძესა და ჩიქოვანს შორის ნათესაური კავშირია, ხოლო კომახიძის გადაწყვეტილებას ოპოზიცია „ამბასადორის“ პროექტს უკავშირებდნენ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე თავისი სურვილით არ  გადამდგარა და რიჟვაძემ აიძულა, რომ  აღნიშნული თანამდებობა დაეტოვებინა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.  

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები