„მტრებს ვიჩენ“ - რატომ არ აკეთებს ირმა სოხაძე სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარს

სულ ნახვები : 863
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მტრებს ვიჩენ, ვიღაცებს ვაღიზინებ და ვიღაცები მეუბნებიან, რა კარგი გოგო ხარო“, - განაცხადა CNews-სთან საუბრისას მომღერალმა ირმა სოხაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და დაკავებაზე კომენტირებისას.

სოხაძის თქმით, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ აკეთებს, რადგა ეს საქართველოში  ყველაზე უმადური საქმეა.

„პოლიტიკას თუ ეხება, აღარ ვაკეთებ კომენტარს, რადგან სრულებით არ ვარ დაინტერესებული. ვერაფერს გეტყვით, აზრი არ აქვს. მტრებს ვიჩენ, ვიღაცებს ვაღიზინებ და ვიღაცები მეუბნებიან, რა კარგი გოგო ხარო, გავედი მაგ ასაკიდან, რომ ან შექება მჭირდებოდეს, ან ლანძღვა.  პოლიტიკურ შეფასებებზე კატეგორიულად უარს ვამბობ, საქართველოში ეს არის  ყველაზე უმადური საქმე“, - ამბობს სოხაძე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა