„ამისთვის ღირდა ცხოვრება“ - ნანული სარაჯიშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსახიობ ნანული სარაჯიშვილს, 73 წლის ასაკში, რუსთაველის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. „მანანა“,  „ვერის უბნის მელოდიები“, „სამოთხის გვრიტები“, „გარიგება“ - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც შესრულებული როლებისთვის მსახიობი ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

ნანული სარაჯიშვილი ვარსკვლავი, 7 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა, ვარსკვლავის გახსნი შემდეგ კი ის მონატრებული მაყურებლის წინაშე  შემოქმედებითი საღამოთი წარსდგა.

CNews-სი ნანული სარაჯიშვილს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ნანული, ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ!

- აბა, როგორ, კაცო, სიბერეში, სიბერეში!

- რა დროს სიბერეა, ქალბატონო ნანული - თქვენ ხომ ისევ მანანა ხართ.

- იცოცხლეთ, დიდი მადლობა. როგორ შეიძლება, ასეთი ბედნიერი დღე გაქვს და გახარებული არ იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემი მაყურებლის სიყვარული. არაჩვეულებრივი მომღერლები იყვნენ ჩემს გვერდით - ეკა მამალაძე, მერაბ სეფაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელთან ერთადაც ვიცეკვე, აბა, როგორ?!

- იცეკვეთ?

- ჰო, ნინომ ამაცეკვა, მეც ვიცეკვე, რა, ნინოსთან ერთად. 

- კმაყოფილი ხართ?

- ძალიან, ძალიან, ძალიან! ამისთვის ღირდა ცხოვრება. დიდი მადლობა, მიყვარხართ!

ცნობისთვის:

ნანული სარაჯიშვილი 1971 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. 1993 წელს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები