წინ, 90-იანებისკენ - როგორ აფასებენ ექსპერტები ბიუჯეტის მილიარდიან სეკვესტრს

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის გადაგზავნილი დოკუმენტიდან  ირკვევა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდი ლარითაა შემცირებული. წარსულის გამოცდილებით ყველამ იცის, რომ ბიუჯეტის შემცირება ეკონომიკისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის კარგს არაფერს ნიშნავს. CNews-ი 2022 წლის ბიუჯეტის შემცირებაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

- ეს ბიუჯეტის არის წინასწარი პროექტია, საიდანაც ჩანს, რომ ბიუჯეტი შემცირებულია. გამომდინარე იქიდან, რომ მცირდება პანდემიის ხარჯები და გარკვეულ უცხოურ ასიგნებზე, რაც გადასახადი იყო, აღარ გვიწევს იმ თანხების გადახდა, ბიუჯეტი შემცირდა. შემცირდა იმის ხარჯზეც, რომ აღარ ვიღებთ უფრო მაღალ საგარეო ვალს.

- ეს შემცირება კარგია თუ ცუდი?

- ბუნებრივია, ბიუჯეტის შემცირება ყოველთვის ცუდია იმიტომ, რომ თუ ქვეყანა და ეკონომიკა ვითარდება, წლიდან  წლამდე ბიუჯეტი უნდა იზრდებოდეს, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში გაგვიჩნდა ბიუჯეტის დიდი დეფიციტი - შევსება საგარეო ვალის საფუძველზე ხდებოდა. შარშან ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი საგარეო ვალი გვქონდა, წელსაც სამ მილიარდ ლარზე მეტ საგარეო ვალს ვიღებთ, შესაბამისად, აღარ მოხდა დამატებითი საგარეო ვალის აღება. ეს, ალბათ, კარგია, რომ დამატებითი ვალდებულება არ აიკიდა ქვეყანამ.

- თუმცა, ბიუჯეტის პროექტში საგარეო ვალი სამი მილიარდია გაწერილი...

- დიახ, მაგრამ ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ასეთი დიდი რაოდენობით საგარეო ვალი არ აეღოთ, თუმცა ეს კიდევ დასაზუსტებელია. მეორე კანონპროექტი კიდევ წარედგინება პარლამენტს და შესაძლოა, რაიმე ცვლილება იყოს. ისე, როგორც ჩანს, იმდენად პრობლემურია ეს ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალის ზრდა, რომ სავარაუდოდ, აღარ მოხდება დამატებითი ვალის აღება. ეს გამოიწვევს შემცირებას. ზოგადად, ცუდია, თუმცა თუ არჩევანი იყო საგარეო ვალსა და ბიუჯეტის ზრდას შორის, ალბათ, ჯობდა, რომ ამ შემთხვევაში აღარ აგვეღო საგარეო ვალი.

- ბიუჯეტის შემცირება მოსახლეობას 90-იანების ყბადაღებულ სეკვესტრს ახსენებს...

- ამ შემთხვევაში, იცით, როგორ არის? - ცუდია, ყველა ვარიანტში, ცუდია ბიუჯეტის შემცირება, მაგრამ ამის გაკეთება მთავრობას მოუწია, რადგან მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი გვქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, შეგვეძლო გვეთქვა, რომ უკან და უკან მივდივართ, როგორც ეს  90-იანებში ხდებოდა, როცა ბიუჯეტს კვეცდნენ. ისე, პანდემიის ხარჯებს ვამცირებთ და არ ვიცით, როგორი იქნება პანდემია...

ლუკა წიქარიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები