„ფეისბუკი“ ისევ შეფერხებით მუშაობს

სულ ნახვები : 86
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ მუშაობა კიდევ ერთხელ შეფერხდა.

საიტ „დაუნ დეტექტორის“ ინფორმაციით, სოციალური ქსელები მთელი ღამის განმავლობაში ხარვეზებით მუშაობდა.

ყველაზე მეტად „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლები შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, გერმანიასა და იტალიაში დაზარალდნენ.

ბოლოს „ფეისბუკი“ და მისი აპლიკაციები, „მესენჯერი“ და „ინსტაგრამი“ რამდენიმე საათით 5 ოქტომბერს გაითიშა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ქსელური პრობლემები ჰქონდათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები