„ცრემლის და თანაგრძნობის დროა“ - გოჩა მირცხულავა ბათუმის ტრაგედიაზე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ტკივილის დროა - ასეთი დროც არსებობს... ცრემლის და თანაგრძნობის დროა...“,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

მირცხულავა წერს, რომ „რა დროის ბრალდებებია, რა დროის ნიშნის მოგებაა, რა დროის ერთმანეთის ფეხქვეშ გათელვაა, ახლა ის დროა როცა სამძიმრის წარმოთქმაც გიჭირს ადამიანს“.

„პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული თუ დაუინტერესებელი პირები, მართლა ვერ ხვდებით, რომ ახლა ქვემეხების დუმილის დროა?

ტკივილის დროა - ასეთი დროც არსებობს... ცრემლის და თანაგრძნობის დროა...

მართლა სირცხვილია და სრული მორალური გაშიშვლებაა ის, რაც ახლა ხდება... რა დროის ბრალდებებია, რა დროის ნიშნის მოგებაა, რა დროის ერთმანეთის ფეხქვეშ გათელვაა...

ახლა იცით რა დროა?

სამძიმრის წარმოთქმაც რომ გიჭირს ადამიანს და თუნდაც უკიდეგანო ტკივილი საჭირო სიტყვებს ვერ გაპოვნინებს და ჭირისუფალთან თავდახრილი დგახარ.

ომის დროს, რომ ბრძოლის ველიდან ცხედრები და დაჭრილები გაჰყავთ მოსისხლე მტრებს და ხელსაც კი წააშველებენ ერთმანეთს და წყალსაც დაალევინებენ. კარგით რა მართლა...“, - წერს მირცხულავა.

ბოლო მონაცემებით, ბათუმის ტრაგედიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამსახური უკვე მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ ერთი ადამიანი.

ცნობისთვის, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები