სრულიად კავკასიის მუსლიმთა შეიხის წარმომადგენელი საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

სულ ნახვები : 74,802
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სრულიად კავკასიის მუსლიმთა შეიხის წარმომადგენლი საქართველოში, ახუნდი ალი ალიევი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 
ალი ალიევის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:


სახელითა და ალაჰისა მოწყალისა, მწყალობელისა!

 

პატივცემულო ბატონო მიხეილ,

 მე ალი ალიევი გახლავართ, დავიბადე საქართველოში და როგორც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და მუსლიმი  ძლიერ ვამაყობ ამით. როგორც ყოველ  წმინდა რელიგიაში, ისლამშიც ადამიანის მიერ თავისი თავისთვის ზიანის მიყენება დიდ ცოდვად მიიჩნევა. გთხოვთ, უფლებებისთვის ბრძოლისას სხეულის ორგანოებს ნუ დაიზიანებთ. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს უფლებებს საქართველოსა და ევროპის კანონმდებლობებით აღიდგენთ.

   პატივცემულო ბატონო მიხეილ,

თქვენ, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ვარდების რევოლუციის ლიდერმა,  ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურ- პოლიტიკური და მძიმე დანაშაულებრივი ვითარებიდან გამოიხსენით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის სანიმუშო და სამაგალითო ქვეყნად აქციეთ. თქვენი დამსახურებით ყველა სფეროში რეფორმები გატარდა. ჩვენ, აზერბაიჯანელებმა  თავისუფალ და მშვიდობიან, თანასწორუფლებიან მოქალაქეებად ვიგრძენით თავი.

 აზერბაიჯანელები ჩვენი სამშობლოს- საქართველოს მიმართ ერთგულებით გამოვირჩევით. ისტორიის მანძილზე  არ ყოფილა შემთხვევა, აზერბაიჯანელს რომ საქართველოსთვის ეღალატოს.

სიამაყით შემიძლია დავძინო, რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის მხარს უჭერდა თქვენს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას. პრეზიდენტობისას თქვენგან  ჩვენი ხალხისადმი გამოჩენილი პატივისცემა და ყურადღება არასოდეს მიეცემა დავიწყებას.  

 რა თქმა უნდა, ყოველი სახელმწიფო მეთაური უშვებს შეცდომებს  და ვიმედოვნებ, რომ ის შეცდომები თქვენს სამომავლო მოღვაწეობაში უფრო სრულყოფილი და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას შეეხიდებიან.

 კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს თქვენს ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. გვჯერა, რომ არასოდეს დაივიწყებთ აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების სიყვარულსა და თანამდგომობას თქვენდამი. ჩვენი ხალხი თქვენი ყველაზე ახლობელი და სანდო მეგობარია.

  შევთხოვ მაღალ ღმერთს, რათა ულევი მოთმინებითა და ნებისყოფით გაგამხნევოთ და გაგაძლიეროთ.

ამინ! 

ახუნდი

ალი ალიევი




 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა