ექსკლუზივი: რა კავშირი აქვს ზურაბ ჟვანიას შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან - პოლიცია ბუსა ჟვანიას ეძებს

სულ ნახვები : 95,331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-ის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სამართალდამცავები ეძებენ.

როგორც CNews-ისთვის გახდა ცნობილი, ბუსა ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მფარველობისთვის იძებნება.

ბუსა ჟვანიას გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა CNews-ს წყარო უყვება, რომ ბუსა ჟვანიამ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.

2021 წლის მარტში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გოგი თოფაძე აცხადებდა, რომ ბუსა ჟვანიამ მისჯილ წლებზე ადრე პენიტენციური დაწესებულება არ უნდა დატოვოს.

„სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ!“ - აცხადებდა თოფაძე.

თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

აღნიშნულ თემაზე CNews-ი აგრძელებს მუშაობას და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები