სამმაგი ავარია ჩაქვში - არიან დაშავებულები

სულ ნახვები : 386
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩაქვში, ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა. ajaratv.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოგვიანებით ორ სატვირთო და ერთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილია ორი პაციენტი, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან მედიკოსები. 

შემთხვევის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის გამო გადაადგილება გართულებულია და საავტომობილო გზაზე საცობია. 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა