ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორის ალექანდრე ძირკვაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მეზობლების ჩვენებები და ექსპერტების დასკვნა, რომ ბრალდებულებს დანაშაული მიუძღვით.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ.

სასამართლო პროცესი 1- ელ დეკემბერს ჩაინიშნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა