„კუმ დეოს“ მორიგი საქველმოქმედო აქცია სოფელ ნაფარეულში ლიბერთისა და „მთავარი ამბები კახეთიდან“ მხარდაჭერით

სულ ნახვები : 624
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერითა და საინფორმაციო სააგენტოს  „მთავარი ამბები კახეთიდან“ საინფორმაციო უზრუნველყოფით, ამჯერად თელავის სოფელ ნაფარეულში გამართა.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე (კუმ დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია (კუმ დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის აღმასრულებელი დირექტორი), , ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, ბექა გოგიაშვილი, დავით ველთაური, მარეხი ჯინჯოლია და თამარ გახელაძე.

როგორც „კუმ დეოს“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, სოფელ ნაფარეულში უფასო სამედიცინო მომსახურება 30--ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს – ,,ჯი ფარმასა” და „კრკა“-ს ხელშეწყობით,  უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა აქცია საქველმოქმედოა. ტრადიციას ვაგრძელებთ და ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობას მივაწოდეთ უფასო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები. ჩვენ საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – აცხადებს „კუმ დეო – მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეშვიდე საქველმოქმედო აქცია გამართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნამდე უფასო სამედიცინო მომსახურება ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ, ხუცუბნის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკია“ - ,,კუმ დეოსა” და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა