მონატრებული მოგება 9 წელი და 23 მატჩი ველოდით, როდის მოიგებდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მოიგო კოსოვოში – 2:1. ვერც იმას ვიტყვით, დაუმსახურებლად მოიგოო – რაც შეეძლო ითამა

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მონატრებული მოგება

9 წელი და 23 მატჩი ველოდით, როდის მოიგებდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მოიგო კოსოვოში – 2:1.

ვერც იმას ვიტყვით, დაუმსახურებლად მოიგოო – რაც შეეძლო ითამაშა. იყო მომენტები, სადაც 3 ქულა არ ჩანდა, მაგრამ ბოლოსკენ გუნდი უფრო „დალაგდა“ და ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა შეცვლაზე. თუ ბულგარეთთან ამხანაგურში არაფრისმომცემი, ამჯერად – სამქულიანი.

მანამდე მაგრად გაგვიმართლა – კოსოვომ დასაწყისში გოლი გვაქუჩა. მეკარე საკუთარ საჯარიმოში შეცდა და თორნიკე ოქრიაშვილმა ცარიელ კარში შეაგდო.

გამოჩნდა, რომ რაღაცეები შეგვძლებია. გამოჩნდა, რომ წიტაიშვილი უფრო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე ყოფნის. გამოჩნდა, რომ უფრო მეტად შეგვიძლია ბურთის დაჭერა, შეტევაში გადასვლა. ამას გუნდი სამ დღეში ვერ ისწავლიდა. ალბათ არის ის ნიუანსები, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ უნდა დაინახოს ვილი სანიოლმა. თუ დარჩა დრო დასაკვირვებლად...

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები