პაატა დავითაია: მოვუწოდებ რომა შამათავას შეწყვიტოს შიმშილობა

სულ ნახვები : 887
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან  შამათავა, რომელიც სასჯელს „მატროსოვის“ ციხეში იხდის, როგორც ცნობილია, უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობს.  

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რომა შამათავას შიმშილობის აქციას ეხმაურება და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რომა შამათავა  შიმშილობს. მინდა მოვუწოდო მას, შეწყვიტოს შიმშილობა, რაც ძალიან სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის. რომა შამათავა არის აფხაზეთის ომის მონაწილე და  ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ყველაფერს აკეთებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რომა  იყო   დამცველი  იმ ყველაფრის, რაც აფხაზეთში ქართულ სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული და  ყველაფერს აკეთებდა მათ წინააღმდეგ,  ვინც ავიწროებდა, ებრძოდა   და კლავდა  ქართულ მოსახლეობას. რომა იყო   თავისი საქმის  პროფესიონალი, რომ  მაქსიმალური ზიანი მიეღო მტერს, სეპარატისტს, ოკუპანტს, რადგან ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

მინდა  მოვუწოდო რომას იყოს მხნედ, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადად მისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც იბრძოდა მასთან ერთად.  მან კარგად  იცის, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა დამთავრებული არ არის, ის   სჭირდება, ქვეყანას,  ხალხს აფხაზეთიდან,  ყველას,  ვისთვისაც  მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპანტის განდევნა ოკუპირებული ტერიტორიიდან, რაშიც  მოვა დრო და რომა შამათავა თავის დიდ წვლილს აუცილებლად შეიტანს", - განუცხადა CNews-ს პაატა დავითაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები