ევროკავშირი პოლონეთს ემუქრება

სულ ნახვები : 353
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირი მტკიცე პასუხს გასცემს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სამართლის უზენაესობას ეჭვქვეშ აყენებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ევროპული კანონი ეროვნულ კანონზე მაღლა დგას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის კანონის უზენაესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკი ვერ იმუშავებს,“- აღნიშნა ბორელმა.

მანამდე პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა