ლიეტუვაში ხანდაზმულებს აცრის სანაცვლოდ 100 ევროს გადაუხდიან

სულ ნახვები : 262
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლიეტუვაში 75 წელს გადაცილებულ პირებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაში ფულს გადაუხდიან. შესაბამის ინიციატივას მხარი ქვეყნის სეიმმა მეორე მოსმენით დაუჭირა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულებს, ვინც ვაქცინაციას გაივლის, საჩუქრად 100 ევრო გადაეცემა.

ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია. ქვეყანაში 75 წელს გადაცილებულთა 70 პროცენტზე მეტი აუცრელია. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები