ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

სულ ნახვები : 231
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. ორი მათგანი გუდაუთის ინფექციურ კლინიკაში, ერთი კი სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მკვეთრად გაიზარდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში დადასტურებულია ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე არაღიარებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის 29 167 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 428 და გამოჯანმრთელებულია 24 067 პაციენტი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა