ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი ავიამიმოსვლის განახლებაზე მსჯელობენ

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ლიდერი მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს. ასლან ბჟანია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა.

მხარეებმა ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს და სამოქმედო გეგმაზეც შეთანხმდნენ, რაც ნორმატიულ-სამართლებრივ რეგულირებას და საბაზისო  შეთანხმებების გაფორმებას ითვალისწინებს.

არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის ინვესტორი უკვე გამოჩნდა, რომელიც მზადაა პროექტის რეალიზებისთვის 120 მილიონი რუბლი გამოყოს. სოხუმის აეროპორტი პირველ რეისებს სავარაუდოდ 2024 წელს მიიღებს.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა