ბასილაშვილმა მატჩი გადაარჩინა და მერვედფინალში გავიდა

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდიან უელსის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი სამ სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველ სეტში რამოს-ვანოლასი უკეთ გამოიყურებოდა. ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მე-5 და მე-7 გეიმებში დათმო და 2:5 ჩამორჩა. თუმცა, ჩვენებურმა გაიბრძოლა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მეტი ვერაფერი გაახერხა და სეტი დათმო.

მეორე სეტში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია. თავდაპირველად ნიკამ იგდო ხელთ ინიციატივა, მეტოქეს ჩაწოდება აართვა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ მეტოქეს ზედიზედ ორი ბრეიკის გაკეთების უფლება მისცა და უკვე ესპანელი აწვდიდა მატჩზე, მაგრამ ბასილაშვილმა ისიც აართვა მეტოქეს და ტაი ბრეიკზეც მოუგო.

მესამე სეტი რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. მატჩის სადავეები ხელთ ნიკოლოზმა იგდო და მარტივად, 6:2 მოიგო.

ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები