სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება - დიმიტრი საძაგლიშვილი

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება“,- ამის შესახებ განცხადება დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პირად ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიუღია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პასუხი არ აქვს მიღებული. იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება პასუხი გაცემული, ვინაიდან სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიც არის. ალბათ, მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება. შიმშილობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსალოდნელია“, - განაცხადა  საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილი ირწმუნება, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია პირად ექიმს ჰქონდეს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექიმმა ისაუბრა მის დაავადებაზე. მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობახე და უპრიანი იქნება, რომ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა. რეალურად, პროცედურულად არ არის გათვლისწინებული პერიოდულობა. და არ არის სტანდარტული სიტუაცია, როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვ და 10 დღეში უნდა გაგცენ პასუხი. პატიმარი შიმშილობს და ასეთ განცხადებებზე დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს რეაგირება“, – განაცხადა  საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდნეტი შიმშლობის შეწყვეტას არ განიხილავს.

„იუსტიციის სამინისტროს მიმართვაზე საუბარი არ გვქონია. ერთადერთი მისი მოთხოვნაა, ნიკა ყიფშიძეს ჰქონდეს მისი ნახვის საშუალება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. რაც შეეხება კითხვას, შედის თუ არა ჩვენს ინტერესში ასეთი ჯგუფის მონიტორინგი, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ასევე უარი თქვა სამედიცინო ჩარევაზე“, – განაცხადა  საძაგლიშვილმა.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები