სააკაშვილი ქართველ ხალხს მოუწოდებს ხვალ, 14 ოქტომბერს ყველანი აქციაზე გავიდნენ - ბექა ბასილაია

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედაა და ქართველ ხალხს მოუწოდებს ხვალ, 14 ოქტომბერს ყველანი აქციაზე გავიდნენ, ამის შესახებ დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განცხადა. 

"მიშა არის მორალურად უაღრესად მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის ენმ-ს აქცია, ეს არის საერთო სახალხო აქცია, საზოგადოების მკაფიო პასუხი ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ეს მართლმსაჯულების საკითხი, ეს საკითხი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს. ის ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს. ოპოზიცია 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრებას აპირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები