უეფამ ევროპირველობის მასპინძლობის კრიტერიუმები ჩამოთვალა

სულ ნახვები : 25
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2028 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ჯერ უცნობია. UEFA-მ განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2022 წლის მარტი დაასახელა, რის შემდეგ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კანდიდატებს განიხილავს და 2023 წლის სექტემბერში აირჩევს.

საერთო განაცხადები მიიღება რამდენიმე ქვეყნებისგან, მაგრამ ერთი პირობით – მასპინძლობის მსურველი ქვეყნები გეოგრაფიულად ახლოს უნდა იყვნენ.

ევრო 2028-ის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს 10 სტადიონი, რომელთაგანაც ერთი მინიმუმ 60.000 ადამიანს უნდა იტევდეს, კიდევ ერთი – 50.000, ხოლო 10 სტადიონიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს 30.000-ზე ნაკლები ტევადობის.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ ბალკანურ ქვეყნებს: რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სერბეთი. იდეის დონეზე ასევე განიხილება იტალიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ესპანეთის ერთობლივი და ასევე რუსეთის, დანიის, ფარერების, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიის განაცხადებიც.

ხუთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, განაცხადის შეტანას თურქეთი დამოუკიდებლად ისევ აპირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები