ის უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ - დიმიტრო კულება სააკაშვილზე

სულ ნახვები : 1,606
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ ექსტრადაციას არ განიხილავენ. 

"მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. როგორც ჩვენ ასევე მისი ადვოკატები და უკრაინის კონსული საქართველოში. რამდენიმე საუბარი შედგა სადაც მისი და მისი უფლებადამცველების პოზიცია გავიგეთ. ამ საქმის იურიდიულ დეტალებს ვსწავლობთ და საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. ის უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ. როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაბიჯებს გადავდგამთ, და ეს არ ეხება მარტო ექსტრადიციის საკითხს, მედიას ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ", - განაცხადა დიმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა