მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯანდაცვის სამინისტროში კონსილიუმი შეიკრიბა

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯანდაცვის სამინისტროში კონსილიუმი შეიკრიბა. კერძოდ, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია იმ ექიმებს შეხვდნენ, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში ჩაერთვებიან. 

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში ზურაბ ფაღავა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში დავით მეტრეველი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში ალექსანდრე ცისკარიძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში ნინო შარაშენიძე.

შეხვედრას ასევე, დაესწრო სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც მესამე დღეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შედის და შესაბამის ნებართვას ელოდება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები