სააკაშვილი შესაძლოა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკითხონ

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს,“ - განაცხადა დღეს, 13 ოქტომბერს, ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ: საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება“ ედებათ. გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია გახდა. იმ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 

„ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება",- განაცხადა სადრაძემ.

 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები