„სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ... გაიზრდება ინფიცირების რაოდენობა და ლეტალობის შემთხვევებიც“ - ექიმი

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პრაქტიკულად, სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ... გაიზრდება ინფიცირების რაოდენობაც და ლეტალობის შემთხვევებიც,“ - განაცხადა დღეს, 13 ოქტომბერს, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.

შეგახსენებთ: 13 ოქტომბერს, კორონავირუსის 4 837 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 3%.

„დღევანდელი ციფრები და დღევანდელი მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფულია. მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზეზი, რომლიც რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა და არ დაივიწყონ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრებები უნდა შევაჩეროთ.

ახლა, პრაქტიკულად სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით, პრაქტიკულად, განულებული ვაქცინაციის პროცესით. ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, არაფერზე არ მეტყველებს. ეს მიგვიყვანს იმ იქამდე, რომ გაიზრდება ინფიცირების რაოდენობაც და ლეტალობის შემთხვევებიც.

პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა ერთიანად იმ ციფრებამდე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, ერთადერთია - ვაქცინაცია,“ - ამბობს ტაბიძე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა