მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობას ავტომატიზირებულად დაადგენენ

სულ ნახვები : 180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

FIFA-ს გადაწყვეტილი აქვს 2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობის ავტომატურად დამდგენი სისტემა გამოიყენოს.

„უნდა გავაგრძელოთ მუშაობა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების კუთხით, განსაკუთრებით ეს თამაშგარე მდგომარეობას ეხება, რომელსაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე უფრო სწრაფად დავადგენთ. შედეგად, პაუზაც ნაკლები იქნება, რადგან VAR-ს ხშირად იყენებენ საეჭვო ოფსაიდების დროს.

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ 2022 წლის მუნდიალზე თამაშგარე მდგომარეობის დადგენა ავტომატიზირებულად მოხდება. ვალდებული ვიყავი ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შემენახა, მაგრამ ეს მსაჯების საქმიანობაში მომდევნო დიდი ცვლილებაა“, – განაცხადა FIFA-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების დირექტორმა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, ყატარი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის უმასპინძლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები