ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში - მეუფე ნიკოლოზი

სულ ნახვები : 2,022
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მქონდა ასეთი გზავნილი - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე ვერ გეტყვით, როგორ გრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი, მე როგორიც ვნახე, ის ჩვეულებრივ გამოიყურებოდა.

მე ვფიქრობ, რომ საქართველო დგას დიდი გამოწვევის წინაშე. აქედან გამოსავალი არის ის, რომ შევწყვიტოთ ერთმანეთთან სიძულვილის ენით საუბარი, ეს ვუთხარი სააკაშვილსაც, რომ თავის მომხრეებს ამის შესახებ მოუწოდოს, ეს შესაძლებელია, ტელევიზიებმაც მოუწოდონ, რომ დავიწყოთ შერიგებაზე საუბარი. ქრისტიანულ მიტევებაზე. ერთმანეთისთვის მისატევებელი ბევრი გვაქვს. ეს ყველაფერი კომუნისტების დროიდან დაიწყო, მერე იყო პირველი პრეზიდენტი, ძნელი 90-იანი წლები და ბევრი სხვა რამ.

დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და დღეს რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორც სააკაშვილს ვუთხარი, უნდა შევურიგდეთ აფხაზ და ოს ძმებს, იქ ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენი და მათი მხრიდანაც.

მე ბატონ მიხეილს ვთხოვე და თავის მიმართვაში ჩაწერა, და თქვენს მოგოწოდებთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, დიდი იმდი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ.

ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა უამრავი დანაშაულია ჩადენილი, ისეთი დანაშაულები, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, ამიტომაც უნდა ვთხოვოთ ყველამ ერთმანეთს მიტევება და შენდობა. ეს ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს და გეუბნებით თქვენც”, - განუცხადა სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა