ელგუჯა ცომაიამ თქვა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც დაუკაკუნებდა მიხეილ სააკაშვილი და სახლში არ შეუშვებდაო - თამარ კორძაია

სულ ნახვები : 1,600
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი თამარ კორძაია მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა და მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია მოინახულა.

თამარ კორძაიას თქმით, მამა-შვილი წოწორიები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

„არცერთი ჯანმრთელობას არ უჩივის, უბრალოდ, ბატონმა ელგუჯა ცომაიამ თქვა ასეთი რამ, რომ მამა-შვილი წოწორიები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოდ ციხეში. ისინიც თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ. თვითონ ბატონმა ელგუჯამ თქვა ასეთი, რამ, მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი საქართველოში, რომ დაუკაკუნებდა კარზე მიხეილ სააკაშვილი და რომელიმე არ შეუშვებდაო და თუ ეს არის ჩემი დანაშაული, მაშინ მზად ვარ პასუხი ვაგოო“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელი ფართის დათმობას ედავება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა