მიკვირს, როდესაც გარეწარი, ქურდი და დიქტატორი ხარ, ადამიანები შენზე ლოცულობენ და როდესაც ასეთი ქვეყნიდან ასეთ კანფეტს გააკეთებ, შეგიძულებენ - ევგენი კომაროვსკი სააკაშვილზე

სულ ნახვები : 2,395
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სააკაშვილი ნამდვილი შმაგი პოლიტიკოსია, შმაგი - კარგი გაგებით, უკრაინას კი ასეთი პოლიტიკოსები ძალზე სჭირდება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „უკრაინა 24″-ის ეთერში ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა ევგენი კომაროვსკიმ განაცხადა.

„სააკაშვილის შიმშილობა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების საშუალება. როდესაც ადამიანს სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლია. როგორც ჩვენი საერთო მეგობარი დიმიტრი გორდონი ციტირებს ვისოცკის - ნამდვილად შმაგი ძალზე ცოტაა. ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები ძალზე გვჭირდება. ისეთები, რომლებიც მზად არიან ყველაფრით გარისკონ, საფრთხის ქვეშ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე...

როდესაც პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ გასაგებ ეკონომიკურ, ფინანსურ ინტერესებს, ხოლო მკაფიო პოლიტიკური მიზნები არ არის, მხოლოდ - ლოზუნგები. მიხეილ სააკაშვილს კი ძალზე კონკრეტული და გასაგები პოლიტიკური მიზნები აქვს და მე მას გულითადად ვუსურვებ ყველა მისი გეგმის რეალიზებას. ის ძალიან მესიმპათიურება. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი ჰყოლოდა. უკრაინაში რომ ყოფილიყო ისეთი პრეზიდენტი, როგორიცაა სააკაშვილი, წარმომიდგენია, რამდენ ადამიანს ამხელდა, რამდენი შეიძულებდა მას და დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ის ყველაზე დიდი არამზადაა“, – ამბობს დოქტორი კომაროვსკი.

კომაროვსკიმ ის დროც გაიხსენა, როდესაც საქართველოში სტუმრობდა.

„მახსოვს, 4 წლის წინ ქუთაისში რომ ვიყავი, როგორ მათვალიერებინებდნენ ქალაქს და მეუბნებოდნენ - მიშამდე აქ საღამოს ვერ ვისეირნებდით, ისეთი ბანდიტიზმი და კრიმინალი იყოო. ადამიანები ძალზე თბილად იხსენებდნენ მიშას. აი, მაგალითად, მაჩვენებდნენ რაღაცა ღირსშესანიშნაობას და მეუბნებოდნენ – აი ეს მიშამ გახსნა, მიშას დროს ასე იყო, აი ეს მიშამ ააშენა და ა.შ. და ამას ძალზე ხშირად მეუბნებოდნენ დიდი სიამაყით, მაგრამ, როგორც იტყვიან „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს“, რამდენი სიკეთეც არ უნდა გააკეთო, ადამიანები მაინც უმადურები და ბოროტები არიან და სიკეთისთვის პირუკუ მოგიზღავენ.

სწორედ ეს მიკვირს – როდესაც გარეწარი, ქურდი და დიქტატორი ხარ, ადამიანები შენზე ლოცულობენ და როდესაც ასეთი ქვეყნიდან, შენ ასეთ კანფეტს გააკეთებ, შეგიძულებენ, ციხეში ჩაგსვამენ, რაღაც საძაგლობებს მოგაწერენ. არც ვიცი სააკაშვილი რატომ დაიჭირეს, ეს არც მაინტერესებს, ვიცი რომ ის პოლიტიკოსია, ნამდვილი შმაგი პოლიტიკოსი, და ყოველთვის გასაგები იყო, თუ რა სურდა მას“, – ამბობს ევგენი კომაროვსკი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები