ექსკლუზივი: მორიგი ქურდული ვენდეტას მოლოდინი - რა სისხლიანი გარჩევები უძღოდა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას

სულ ნახვები : 88,308
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შევეცდები, მოკლედ და თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ კაკულიებისა და კვარაცხელიებს შორის არსებული კონფლიქტის დეტალები,“ - ასე დაიწყო CNews-თან საუბარი კონფიდენციალურმა წყარომ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ სრულიად ახალი და შოკისმომგვრელი დეტალები გვიამბო. წყაროს თქმითვე, 22 ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა, პრაქტიკულად, კრიმინალური ვენდეტა იყო, ანუ როგორც რესპონდენტის საუბრიდან ირკვევა, კვარაცხელიებისა და კაკულიების მტრობამ სათავე ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ აიღო. ამასთან, წყარო აცხადებს, რომ დავით კაკულია, გია კვარაცხელიას, ანუ ნიკას მამის დავალებით, დუდუ დადიანმა მოკლა. შემდეგ კი, როგორც მოწმე და შემსრულებელი, დუდუ კვარაცხელიამ მოაკვლევინა:

- დავით კაკულია და გია კვარაცხელია მეგობრობდნენ, გია დათოს უმცროსი შვილის, გუგას ნათლიაცაა. მათ შორის კონფლიქტი კი დავით მელქაძის გამო დაიწყო.

- დავით მელქაძე ვინ იყო?

- მელქაძეც „კანონიერი ქურდი“ იყო, რომელმაც ასევე, ცნობილი „კანონიერი ქურდი“, ავთანდილ ჭიღლაძე, იგივე „კვეჯო“ მეუღლისა და შვილის თანდასწრებით მოკლა, თუმცა ბავშვი გადარჩა.

ამის შემდეგ დათო კაკულიამ მელქაძე დაჭრა. მასა და კვარაცხელიას შორის კონფლიქტიც სწორედ ამის გამო დაიწყო. ბოლოს, ყველაფერი 2000 წელს, სამეგრელოში დასრულდა, სადაც „დიდი სხოდკა“ მოეწყო. სხვათა შორის, მაშინ ამბობდნენ, რომ ამხელა „სხოდკა“ ყოფილ საბჭოთა კავშირშიც არასოდეს გამართულა.

რა მოხდა ამ ე.წ. სხოდკაზე?

მოკლედ, ამ „სხოდკაზე“ კაკულია და კვარაცხელია შერიგდნენ... დამავიწყდა მეთქვა, რომ „სხოდკამდე“ კაკულიას კვარაცხელია ნაცემი ჰყავდა. ამასთან, მათი შერიგება ბევრს არ აწყობდა და, როგორც ხდება ხოლმე, რაღაც საბაბი ნახეს და კაკულია მოსკოვში გაუშვეს.

2001 წლის 19 აგვისტოს, მოსკოვში, აეროპორტის გზაზე, დათოს ბავშვობის მეგობარი, „კანონიერი ქურდი“ ნონო პარიზიანი ააფეთქეს. ამ ამბიდან ერთ კვირაში კი, საკუთარ სახლში დათო კაკულიას კლავენ. გაირკვა, რომ ხელნაკეთი ბომბი მისი სახლის ეზოში იყო დამონტაჟებული.

მაშინვე ითქვა, რომ ნონო და კაკულია ერთი და იგივე ხელწერით მოკლეს.

ამასობაში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა -  დათოს პანაშვიდზე, მოსკოვში, მამამისმა, გურამ კაკულიამ „კანონიერ ქურდ“ მამუკა მიქელაძეს ყელი გამოჭრა, თუმცა მიქელაძე მაშინ გადარჩა.

როგორც ვიცი, გურამ კაკულიაც კრიმინალური ავტორიტეტია...

დიახ, დათო კაკულიას მამა დსთ-ს ქვეყნებში ძალიან ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტია“ და მისი რესურსი მაშინაც ყველამ იცოდა და ახლაც იცის. მას ძალიან დიდი გავლენები აქვს.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გაირკვა, რომ ამ არეულობით გია კვარაცხელიამ ისარგებლა და დავით კაკულია მოიშორა, თან ისე, რომ კვალი არ დატოვა და ყველა ხელს სხვისკენ იშვერდა.

ამ ამბებიდან გადის 5 თვე და დუდუ დადიანს კლავენ.

- დუდუ დადიანის მკვლელობა რატომ გაიხსენეთ?

- ამბობენ, რომ დუდი კახი ასათიანმა მოიშორა, თუმცა როგორც მე ვიცი, გია კვარაცხელიამ სინამდვილეში, შემსრულებელი მოიშორა.

- ანუ, გამოდის, რომ კაკულიას მკვლელი დუდუ იყო?

- დუდუ ამაზე დასთანხმდა.

- რატომ?

- დუდუმ თავის დროზე პლატოელი „ძანგო“ დაჭრა და ამის გამო ევროპაში გაიქცა,  სადაც გიასთან დამეგობრდა. მეტსაც გეტყვით, დუდუს სიცოცხლე მაშინ გიამ აჩუქა, თუმცა როცა დასჭირდა, თავადვე წაართვა.

- ვერაფერი გავიგე - თუ დუდუ კვარაცხელიასთვის ისეთი ახლობელი იყო, რომ მკვლელობაც შეუკვეთა, თავიდან რატომღა მოიშორა?

- დუდუს დავით კაკულიას მკვლელობა აწუხებდა და რამდენიმე მეგობართან თქვა, რომ კაკულიას ბომბი მან დაუდო. გიამ სწორედ ამის გამო მოიშორა.

ყველაფერ ამის შემდეგ, გია კვარაცხელია გაქრა და 20 წელი აღარ გამოჩენილა - ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს და თავისთვის იყო.

- უკაცრავად, ეს დეტალები საიდან იცით?

- ჩემი მეუღლისგან.

- თქვენი მეუღლეც „კანონიერი ქურდია“?

- ამ ხალხთან ვახლობლობდით და ყველაფერი, პრაქტიკულად, ჩვენს თვალწინ ხდებოდა.

სხვათა შორის, კაკულიების ოჯახში არავინ ახსენებს მთავარ ფიგურას, ვისზეც ეს ოჯახი რეალურად დგას.

- ვისზე მიანიშნებთ?

- უფროსი შვილიშვილი, გიორგი კაკულია, იგივე „ქოჩორა“, რომელსაც ბაბუამ, გურამმა ყველაფერი წლების წინ გადააბარა. „ქოჩორა“ ოჯახის ხერხემალია, რომელიც არსად ჩანს, მაგრამ ერთ-ერთი კრიმინალური გარჩევის დირიჟორია.

სხვათა შორის, „ქოჩორას“ „კანონიერი ქურდობა“ ბევრჯერ შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა.

ერთსაც გეტყვით - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში შემთხვევით არ დაუკავებიათ.

- ანუ?

- კაკულიებს სახლი წყნეთში აქვთ, რომელიც 7 წელია, გაქირავებულია.

ისე, ყური მოვკარი, რომ ვენდეტისთვის კვარაცხელიაც ემზადება. ყოველ შემთხვევაში, სანამ ყველას პასუხს არ მოსთხოვს, გია, როგორც ვიცნობ, არ გაჩერდება, თან დიდი ფინანსური რესურსი აქვს.

ისიც ყველამ იცის, რომ თბილისში გიას დასაყრდენი ხვიჩა მაქაცარია და გოგი ჩიქოვანის ოჯახია. ისიც გავიგე, რომ გია თავის ყოფილ კოლეგებს დაუკავშირდა, რადგან მათ გარეშე ძმებ კაკულიებს ვერ შეეხება.

- რატომ?

- ყველამ იცის, რომ ძმებს რუსი „კანონიერი ქურდი“ აკსიონა მფარველობს, რომელიც პრაქტიკულად, რუსეთის ბატონო-პატრონია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები