სპეცრაზმი პარლამენტთან

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული - საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უკანა ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფები ყვითელი ავტობუსებითა და პიკაპებით შევიდნენ.

სპეცრაზმი ასევე, მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია უნდა გაიმართოს. აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან კოლონები მოდიან. დასავლეთ საქართველოდან მომავალ სააკაშვილის მხარდაჭერებს სამტრედიასთან „ოცნების“ აქტივისტებმა გზა ცოცხებით გადაუკეტეს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები