„საპატრიარქოს პოზიცია არაა“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებზე

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც გააკეთეს,“ - განაცხადა დღეს, 14 ოქტომბერს, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ მიტროპოლიტების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერის კომენტირებისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერეს ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

„საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა... ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები