„დარბევა არც იგეგმება და ვერც იქნება“ - კახა კუჭავა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

სულ ნახვები : 300
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სიტყვა „დარბევა“ არც გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერც იქნება,“ - განაცხადა დღეს, 14 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმის მობილიზებაზე საუბრისას.

ცნობისთვის: დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. არსებული ინფრომაციით, პარლამენტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სპეცრაზმია მობილიზებული.

„არანაირი სიტყვა „დარბევა“ არც გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერც იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი სახის მშვიდობიანი აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს და მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ თავიანთი ნება,“ - განაცხადა კუჭავამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა