ჯანი ინფანტინო: მსოფლიო ჩემპიონატის პრესტიჟი დამოკიდებულია მის ხარისხზე და არა სიხშირეზე

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბოლო დროს ძალიან აქტიური თემა გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარება. იდეას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. პირველი მოწინააღმდეგეები ევროპის ფეხბურთის ფედერაციაა. სამაგიეროდ, ფიფას მხარს აქტიურად უჭერენ სხვა კონტინენტის წარმომადგნლები.

რაც მთავარია, იდეა თავად ფიფასა და მის პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს მოსწონს. ფიფას პრესიდენტი მუნდიალის ფინალს სხვა დიდ ტურნირებს ადარებს, რომლებიც წელიწადში ერთხელ იმართება და, თუ ისინი არ კარგავენ აქტუალურობას, გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემთხვევაში.

„მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდით ეს უკვე გადაწყვეტილია. ჩატარდება ტურნირი 4 თუ 2 წელიწადში ერთხელ, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მსგავსი პრესტიჟული ტურნირები ხშირად უნდა ტარდებოდეს. ზუსტად იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ჯადოსნური შეჯიბრია, რომლის პრესტიჟი დამოკიდებულია მის ხარისხზე და არა სიხშირეზე. ჩვენ გვაქვს სუპერ ბოული, ჩემპიონთა ლიგა და უიმბლდონი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ამით ხომ ყველა აღფრთოვანებულია, – აცხადებს ინფანტინო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები