ექსკლუზივი: რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად პატიმრები დაშავდნენ, ინფორმაცია გარდაცვლილებზეც ვრცელდება

სულ ნახვები : 3,341
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად პატიმრები დაშავდნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში CNews-ს უთხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ორი გაგუდული პატიმარი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადასვენებული.

მთელი დღის განმავლობაში უწყება აცხადებდა, რომ ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა, რომელიც პატიმრების კორპუსიდან მოშორებითაა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე იუსტიციის მინისტრიც ჩავიდა. ამასთან, უწყებამ უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ციხეში ბუნტი დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა