დავით სერგეენკო - აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მოსული

სულ ნახვები : 4,197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

„გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მოსული“,-ამის შესაებ განცხადება  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით სერგეენკომ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილთა რაოდნება იყო ბევრი 2012 წლის აქციას ვერ შეედრება.

„გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მოსული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ. კარგად მახსოვს, მეც ვმონაწილეობდი ამ აქციებში. მასშტაბები განსხვავებულია. მე სურვილი, მოლოდინი და დიდი ნატვრაც მაქვს, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური საკითხები წყდებოდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში და არა ქუჩაში“,-განაცხდა სერგეენკომ

თუმცა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  სრული მობილიზაციის მიუხედავად მაშტაბური აქიცა მაინც ვერ გამართა და ადამაინები ვერ შეკრიბეა.

„მათმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა დაინახა დღეს, რომ არავითარი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ვადამდე ადრე გათავისუფლების. ადამიანი, რომელიც ელოდა, რომ ასი ათასობით კაცი გამოვარდებოდა ქუჩაში, ასი ათასობით კაცი დახვდებოდა საზღვართან, რომ მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, პარტიის მაქსიმალური ძალისხმევით  უზარმაზარი ფულის ხარჯვით შეძლეს, სადღაც, 13 ათასი ადამიანისთვის მოეყარათ თავი.

ისიც კი ვერ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ პერმანენტული აქციები. ერთადერთი გზავნილი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა, გახდეს თბილისის მერი და ძალიან უნდა, მამამისი იყოს ზუგდიდის მერი,“ - განაცხადა სუბარმა

შეგახსნებთ, გუშინ 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე უცოხოური მედიის ინფორმაციით 40 000-დან 60 000-მდე ადამიანი იყო შეკრებელი -  Aljazeera-ს შეფასებით -50 000 დემონსტრანტი, France 24ის შეფასებით -50 000 დემონსტრანტი, Agency France Press - 60 000 დემონსტრანტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა