„ჭკუა და გონიერება არ უჭრის“ - ლევან გელოვანი მეუფე შიოს საბავშვო სახარების წაკითხვას ურჩევს

სულ ნახვები : 321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"მიტროპოლიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისასვე შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა“, - განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა, ლეონ გელოვანმა, მეუფე შიოს განცხადების კომენტირებისას.

გელოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს.

„მიტროპოლიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისას შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა. საბავშვო სახარებები იყიდება, სულ რამდენიმე გვერდია და ფერად ფურცლებზეა ნაბეჭდი, ადვილი წასაკითხია უწიგნური კაცისთვისაც, თუნდაც მას მაინც რომ გადახედოს, აუცილებლად ნახავს რა იგულისხმება ,,მოკვეთაში" და რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს." - წერს ლეონ გელოვანი.

გელოვანი პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს მისივე ქადაგებას ახსენებს, სადაც ის მრევს მიტევებისკენ მოუწოდებს.

„თუმცა სახარება რა მოსატანია მეუფე შიოსთვის, იქიდან არ დავიწყებ ციტატების ძებნას, როცა საქართველოში გვყავს თეოლოგიის დოქტორი, მეუფე შიო მუჯირი და მისი ძველი ქადაგების სიტყვებს მოვიყვან - ” თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე- აზრი არ აქვს”, ''მიუტევებელი წყენა, როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, (18.02.2018) "სულიწმიდა ვეღარ მოვა შენთან, თუ შენ არ პატიობ შენს მოყვასს, თუ გულში გაქვს მიუტევებელი წყენა, მრისხანება" (01.03.2020)", - წერს ლეონ გელოვანი.

გელოვანი მეუფე შიოს განცხადება მიხეილს სააკაშვილს უკავშირებს და წერს, რომ მისთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

„პირადად მე, ეპისკოპოსთა არცერთ პოზიციას არ ვემხრობი სრულად, ვთვლი, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი იმ სასამართლოს პირობებში, რომელსაც ნდობა საერთოდ არ აქვს და ცხადია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს" , - ამბობს მღვდელი ლეონ გელოვანი.

შეგახსენებთ,

გუშინ, 17 ოქტომბერს, მეუფე შიომ თქვა, რომ საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, თუმცა ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. მეუფე შიოს თქმით, "ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან."

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები