მიხეილ სააკაშვილის ღია წერილი აშშ-ს თავდაცვის მდივანს

სულ ნახვები : 18,089
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი,“ - ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯ. ოსტინის სახელზე გავრცელებულ ღია წერილში.

"რაც შეეხება საქართველოს, მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, აუცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა. ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში. ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით", - ნათქვამია სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა