„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შიმშილობა“ - სააკაშვილის მიმართვა პატიმრობაში მყოფ ყოფილ ძალოვნებს

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გავიგე, რომ საპატიმროში სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა,“ - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ წერილში.

 სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მისი მსხვერპლიც საკმარისია.

 „გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ სულ მცირე ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“ - წერია სააკაშვილის წერილში.

 ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, მან საკანში მოთავსების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, შიმშილობა რუსთავის ციხეში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ფირცხალავამ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილე გიორგი ცააძემ გამოაცხადეს.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა