ექსკლუზივი: მოშიმშილე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

სულ ნახვები : 476
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„15 დღეა, არის წყალზე“, - ამის შესახებ CNews-ს  ირაკლი ფირცხალავას ცოლმა, ნინო ხვიტიამ განუცხადა.

მისივე თქმით,  ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ფირცხალავამ 20 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„4 ოქტომბრიდან დაიწყო შიმშილობა, სოლიდარობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს და დღეს უკვე 15 დღეა, მხოლოდ წყალზე არიან ირაკლი და გიორგი ცააძე. არანაირი ტკბილს, წვენს ან თაფლს არ იღებენ, რის გამოც  დაუვარდათ შაქარი რამდენიმე დღის წინ და ექიმებმა სთხოვეს, რომ ტკბილი მიეღოთ და ამაზეც უარი განაცხადეს. ძალიან დასუსტებულები არიან, გუშინ მესაუბრა  და მითხრა, რომ 20 კილო აქვს დაკლებული. პაემანზეც უარი თქვა, რათა არ უნდოდა, ასეთ მდგომარეობაში მენახა. ისინი სოლიდარობის ნიშნად, რა თქმა უნდა, აგრძელებენ შიმშილობას და ამბობენ, რომ სახელმწიფოს შემქმნელ პრეზიდენტს არ უნდა ასამართლებდეს კრიმინალური მთავრობა. ექიმების ყურადღების ქვეშ არიან. დღეს მოვისმინე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მოშიმშილეებს - ჩემს მეუღლეს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს და რომა შამათავას, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. არ ვიცი, რას გადაწყვეტენ“, - განაცხადა ხვიტიამ.

შეგახსენებთ: დღეს, 19 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფ ყოფილ ძალოვნებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა