როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და თბილისის მკვიდრი, ხმას ნიკა მელიას მივცემ - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 20,319
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ,,ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ქალაქის მკვიდრი, ხმას ნიკა მელიას მივცემ - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ,,ნაცების" ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი მასთან დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ,,ქართული ოცნების" სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება  და აი, რატომ:

ნიკა მელია აუცილებლად ეცდება, იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას, ამოძირკვავს პარტიულ, თუ სანათესავო ნეპოტიზმს და მოაწესრიგებს მშენებლობის საკითხებს ორი მიზეზით - ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ,,ქართული ოცნების" მართლმსაჯულება და ძალოვანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.

მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე“, - წერს ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები