კოვიდაფეთქების გამო თბილისში 150 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა,”- განაცხადა დღეს, 20 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ

მისივე თქმით, მასწავლებლების 65% აცრილია, თუმცა სკოლებში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საჭიროა მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს

„ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტი 65-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალია. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი. ახლა რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში“ - განაცხადა გაბუნიამ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა