ექსკლუზივი: ელისო კილაძე შიფრავს სქემას, თუ როგორ აპირებს 28 ოქტომბრის მიტინგზე „ოცნება“ ხალხის მიყვანას

სულ ნახვები : 40,568
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

28 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ ე.წ. კონტრაქციისთვის ემზადება. საამისოდ, როგორც ირკვევა, მმართველმა გუნდმა დიდი მობილიზაცია გამოაცხადა.

„ადმინისტრაციულ აპარატში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ევალება, რომ სამთავრობო მიტინგზე, მინიმუმ 5ადამიანი, ასევე, ოჯახის წევრები მიიყვანოს,“ - განუცხადა CNews-ს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

 მისივე თქმით, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს სამთავრობო მიტინგზე ოჯახის წევრების მიყვანა ევალებათ, მერიის ისეთ სამსახურებს კი, როგორიცაა, მაგალითად, GWP, დასუფთავება და ა.შ., ხალხის მიყვანა აქვთ დავალებული.

 „მიტინგზე მიყვანილ ადამიანს თანხას მისცემენ, ასევე, „ოცნება“ ჰონორარს მათაც ჰპირდება, ვინც აქციაზე ხალხს მიიყვანს. ამ ე.წ. შუამავლის ჰონორარი თითო ადამიანზე 50 ლარი იქნება,“ - ამბობს კილაძე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
პოლიტიკა ► Მეტის ნახვა