ექსკლუზივი: ბათუმში მომხდარი ჩაცხრილვის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 296
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„7-8 გასროლა იყო, მანქანიდან ესროლეს“ - უთხრა CNews-ს დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის თვითმხილველმა.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაპირისპირება ურეხის დასახლებაში, „მეტადონის“ ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს შორის მოხდა.

„7-8 გასროლა იყო, მანქანიდან ესროლეს, მოვარდა ესროლა და გაიქცა“,-განუცხადა თვითმხილველმა CNews-ს.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი პირი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.

BMC-ის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას შესაბამისი პროცედურები უტარდება.

ნარკოლოგიური ცენტრის  მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.  

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა