ოკუპირებული აფხაზეთის თვითმარქვია მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი თბილისში ჩამოსვლაზე უარს ამბობს

სულ ნახვები : 728
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის თვითმარქვია ეკლესიის წინამძღვარი ბესარიონ აპლია თბილისში ჩამოსვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზური ეკლესიის სტატუსის საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში უნდა გადაწყდეს.

„ეს საკითხი უნდა გადაწყდეს იქ, სადაც 100 წლის წინ გადაწყდა. მხოლოდ იქ დავბრუნდებით და მხოლოდ იქ ვისაუბრებთ. რაც შეეხება თბილის, იქ, სადაც გკლავენ და გამცირებენ, ჩასვლა და საუბარი არ ღირს. ჩვენ ვიცით რით დასრულდა ნესტორ ლაკობას და ვლადისლავ გრიგორიევიჩის ვიზიტები თბილისში. ქართველების ნდობა არ შეიძლება,“- აღნიშნა აპლიამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა